რუსთავში „სტამბოლის ბაზრის“ ერთ-ერთი მფლობელი კაბინეტში მოკლული იპოვეს

© сourtesy of Sona Barseghyanპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. რუსთავში ე.წ.  „სტამბოლის ბაზრის“ ერთ-ერთი მფლობელი მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც „Sputnik საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლებით აღიძრა.

შსს-ში მომხდარის დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავეს.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ

ყველა ახალი ამბავი
0