თბილისში N100 სამარშრუტო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევა დღეს, დილის შვიდ საათზე მოხდა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. N100 სამარშრუტო მიკროავტობუსს, რომელიც საბურთალო-გლდანის ხაზზე მოძრაობს, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, ვეფხვისა და მოყმის ძეგლთან ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც „Sputnik–საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცნობეს, შემთხვევა დღეს, დილის შვიდ საათზე მოხდა.

მაშველები ადგილზე დროულად მივიდნენ და ხანძარი ჩააქრეს. მგზავრები არ დაშავებულან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0