თბილისში ეძებენ მამაკაცს, რომელიც პოლიციას გაექცა

© Sputnik / Alexander ImedashviliСотрудники патрульной полиции
Сотрудники патрульной полиции - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ავტომობილი შემოწმების მიზნით გააჩერა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეძებენ მამაკაცს, რომელიც გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში პოლიციის თანამშრომლებს გაექცა, იუწყება Новости-Грузия შსს–ს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

ინციდენტი ორშაბათს, ღამით მოხდა. შსს–ს მონაცემებით, პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილი შემოწმების მიზნით გააჩერეს, მძღოლი კი მოულოდნელად ავტომობილიდან გადმოვიდა და გაიქცა. მას პოლიციელები დაედევნენ, თუმცა გაქცეულმა მიმალვა შეძლო.

ქართული მასმედია ასევე იუწყება, რომ მამაკაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას შსს–ს პრეს–ცენტრში არ ადასტურებენ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია  სსკ–ის 353-ე მუხლით „წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ“, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0