შემთხვევა თბილისში: თავღია ჭაში მამაკაცი ჩავარდა

© Sputnik / Alexander Imedashvili112-ის სამსახური
112-ის სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცის ჭაში ჩავარდნის შემდეგ ჭას მანქანამ გადაუარა

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. მაშველებმა თბილისში, ლილოს დასახლებაში საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი 40 წლამდე მამაკაცი გადაარჩინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჭას, მას შემდეგ რაც მამაკაცი შიგ ჩავარდა, მანქანამაც გადაუარა. შემთხვევა მეფრინველეთა ქუჩაზე მოხდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, შეტყობინება დაახლოებით ღამის 01:00 საათზე შევიდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა მამაკაცის გადარჩენა შეძლეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმებმა მამაკაცს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0