დაკავება. არქივის ფოტო

ყაჩაღური თავდასხმა ვაკეში - ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს

82
ბოროტმოქმედებმა ბიზნესმენის სახლი გაძარცვეს

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თბილისში ორი მამაკაცი ყაჩაღური თავდასხმისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს შსს-ს თანამშრომლებმა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარია დანაშაულზე, რომელიც სავარაუდო ბრალდებულებმა ხუთშაბათ დილით ჩაიდინეს. ბოროტმოქმედები ვაკეში, მარუხის გმირების ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში შეიჭრნენ, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 2000 ფუნტი სტერლინგი, 1000 აშშ დოლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ში ამტკიცებენ, რომ 49 და 44 წლის მამაკაცები მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვლაზე დააკავეს.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პისტოლეტი და გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქართული მედია ამტკიცებს, რომ სახლი, რომელიც ბრალდებულებმა გაძარცვეს, ეკუთვნის ქართველ ბიზნესმენ ლევან ხუროძეს — რამდენიმე კერძო კომპანიის დამფუძნებელსა და თბილისში კიდევ რამდენიმე ბინის მფლობელს. თავდასხმის დროს ის სახლში იმყოფებოდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 179-ე (ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


82
თემები:
კრიმინალი საქართველოში (650)