უაქციზო ალკოჰოლური სასმელი

Hennesy XO, BELUGA, FINLANDIA - შსს-მ წინასაახალწლოდ კონტრაბანდული სასმელი ამოიღო

36
(განახლებულია 13:39 29.12.2017)
ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელის ღირებულება 14 000 ლარს აღემატება

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა — გადაზიდვა — რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალაქ თბილისში, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელოს რეგიონებში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახის უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა — გადაზიდვა — რეალიზაციას ახდენდნენ

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს 265 ბოთლი Hennesy XO, CHIVAS REGAL-ი, BELUGA-ს, NEFT-ის, FINLANDIA-ს დასახელების ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი. ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელის ღირებულება 14 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლით („პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა"), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

36
თემები:
კრიმინალი საქართველოში (640)