საქართველოში ზომერის ყალბი ნახატის გასაღებას ორიგინალად ცდილობდნენ

© photo: Sputnikეროვნული მუზეუმი
ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებმა ყალბი დასკვნის მომზადებისთვის უცხოეთის მოქალაქეს 7 ათასი აშშ დოლარი მოთხოვეს

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორი თანამშრომელი — ამირან დ. და ქეთევან დ. დააკავეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდნენ ფერწერულ ნახატზე ყალბი დასკვნის გაცემას, თითქოსდა აღნიშნული ნახატი იყო ცნობილი რუსი მხატვრის, რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ყალბი დიპლომის დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს

სანაცვლოდ ბრალდებულებმა უცხოეთის მოქალაქეს 7 ათასი აშშ დოლარი მოთხოვეს და ამ თანხიდან 1 ათასი დოლარი 27 დეკემბერს მიიღეს. ერთი დღის შემდეგ ბოროტმოქმედებმა უცხოელს ყალბი დასკვნა გადასცეს, რომელშიც მითითებული იყო, რომ ნახატი ზომერის ორიგინალი იყო.

ამის შემდეგ მათ დარჩენილი თანხა 6 ათასი აშშ დოლარის ოდენობით მიიღეს, რა დროსაც ისინი დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლი) რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0