Сломанная грабителями входная дверь в магазине Geocell

უცხოელები თბილისში „ჯეოსელის" ოფისიდან მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ

67
(განახლებულია 18:01 29.12.2017)
ახალგაზრდა უცხოელებს, რომლებიც თბილისში მობილური ტელეფონების მოპარვის მცდელობისთვის დააკავეს, შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ 29 წლის ორი უცხოელი დააკავა, რომელთაც ბრალად ედებათ მობილური კავშირის ოპერატორის, „ჯეოსელის" (Geocell) ოფისიდან მობილური ტელეფონების მოპარვის მცდელობა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ბოროტმოქმედები „ჯეოსელის" ოფისის გაქურდვას მარჯანიშვილის ქუჩაზე გამთენიისას ცდილობდნენ. ოფისის ვიტრინის მინა ჩამსხვრეულია.

  • მობილური ტელეფონების მოპარვის მცდელობა თბილისში Geocell-ის მაღაზიაში
    მობილური ტელეფონების მოპარვის მცდელობა თბილისში Geocell-ის მაღაზიაში
    © Sputnik / Alexander Imedashvili

1 / 3
© Sputnik / Alexander Imedashvili
მობილური ტელეფონების მოპარვის მცდელობა თბილისში Geocell-ის მაღაზიაში

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ქურდობის მცდელობის ფაქტზე, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

67
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1062)