პატიმრების ციხიდან გაქცევის მცდელობას დირექტორის სიცოცხლე ემსხვერპლა

© REUTERS / Henry Romeroმექსიკელი პოლიციელი
მექსიკელი პოლიციელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
​შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებით, მსჯავრდებულების ჯგუფი თავს დაესხა საპატიმროს დაცვის თანამშრომლებს, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. მექსიკი სამხრეთ კალიფორნიის შტატში, ლოს-კაბოსის მუნიციპალიტეტის ციხიდან პატიმრების გაქცევის მცდელობას ციხის დირექტორის სიცოცხლე შეეწირა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ციხის დირექტორ ხულიან ანგიანო დიასმა მომხდარის თაობაზე შეიტყო, ინფარქტი დაემართა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

​შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებით, მსჯავრდებულების ჯგუფი თავს დაესხა საპატიმროს დაცვის თანამშრომლებს, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს. შედეგად, ერთი პატიმარი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. გარდა ამისა, ასევე დაიჭრა ციხის ვიზიტორი ქალი, რომელიც ნათესავის სანახავად იყო მისული.

 

ყველა ახალი ამბავი
0