შსს-მ 16 წლის მოზარდი უცხოელი ტურისტის ძარცვის ბრალდებით დააკავა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობის 15 ფაქტიც აღიარა

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა მიმდინარე წლის დეკემბერში თბილისში ლიტველ ტურისტს ხელჩანთა გასტაცა და მიიმალა. მოპარული ნივთების ჩამონათვალია თანხა, სამკაულები და პირადი დოკუმენტები.

დაკავება - Sputnik საქართველო
15 წლის ასაკში ჩადენილი 27 ქურდობა: შსს-მ მოზარდი დააკავა

სამართალდამცველებმა დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. მან თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობის 15 ფაქტიც აღიარა.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს არასრულწლოვანმა ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე წიგნის მაღაზია "პარნასი" გაქურდა, ხოლო 10 დეკემბერს — ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ანტრეს" გაქურდვის ფაქტი გამოაშკარავდა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილით („ძარცვა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის") და ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0