დაკავება

ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულს „დანა ნაცარში ჩაუვარდა“

55
(განახლებულია 15:34 08.12.2017)
ბრალდებული ერთ-ერთ მაღაზიაში ფულის გამოძალვის მიზნით ცივი იარაღით შეიჭრა.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქალაქ რუსთავში ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ა. რუსთავის ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეიჭრა და გამყიდველს ფულს სძალავდა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის იარაღი — დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს („ყაჩაღობა, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით“), რაც ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
შოთა ნოზაძე

55
თეგი:
ქურდობა, თაღლითობა, შს სამინისტრო
თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

57
(განახლებულია 20:45 31.05.2020)
პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. თუშეთში დაშავებული პოლონელი ტურისტი ქალი ომალოდან თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მეხანძრე-მაშველებმა გადაიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

„ომალოს მიმართულებით, უმოკლეს დროში გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების შემადგენლობით“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

დაშავებული ქალი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლონელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

57
თემები:
შემთხვევები საქართველოში
მდინარე

ოზურგეთში ექვსი წლის ბავშვი დაიხრჩო

140
(განახლებულია 23:35 30.05.2020)
ბიჭის ახლობლები და ნათესავები მას მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. საღამოს ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მდინარეში ექვსი წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის მონაცემებით, ბავშვი დილიდან არ ჩანდა და ახლობლები და ნათესავები მას მთელი დღე ეძებდნენ. საღამოს ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სტანდარტულად სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექსპერტიზის შემდეგ საქმის გადაკვალიფიცირება შეიძლება მოხდეს.

140
თემები:
შემთხვევები საქართველოში
განათლების სამინისტრო

საქართველოში  პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო

0
(განახლებულია 08:06 01.06.2020)
საქართველოს კანონმდებლობით, პირველ კლასში რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რომ ბავშვს 15 სექტემბრისთვის ექვსი წელი შეუსრულდეს

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოში 1 ივნისიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც 25 ივნისამდე გაგრძელდება, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

მესამე ეტაპზე დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს. რეგისტრაციისთვის აუცილებელ ინსტრუქციას გაეცანით აქ.

რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. თუ დადგენილ ვადებში დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი შეეხო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. აღნიშნული ეტაპი 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე განხორციელდა, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 11 მაისიდან დაიწყო და 1 ივნისამდე გაგრძელდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლაში აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისა და რეგისტრაციის ვადები გაახანგრძლივა.

0
თემები:
განათლება საქართველოში