112

გორში 68 წლის ქალბატონი მეზობლებმა მოკლული იპოვეს

62
(განახლებულია 17:37 04.12.2017)
სამართალდამცველები დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. გორის რაიონის სოფელ კარალეთში 68 წლის ქალბატონი მეზობლებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს, განუცხადეს „Sputnik საქართველოს" შსს-ს პრეს-სამსახურში.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ადგილზე მუშაობენ ექპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სსსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულსხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15-წლამდე.

შოთა ნოზაძე

62
თეგი:
შს სამინისტრო
თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
საბერძნეთის პოლიცია

საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის იზოლატორში თავი მოიკლა

110
(განახლებულია 16:08 29.05.2020)
ქალაქ ალექსანდრუპოლისის პოლიციის განყოფილების იზოლატორში 46 წლის ქართველი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ტრეფიკინგში ბრალდებულმა საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთში დროებითი დაკავების იზოლატორში თავი მოიკლა, იუწყება ქართული მასმედია ბერძნული მედიასაშუალებების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, 46 წლის ქართველი მამაკაცი ქალაქ ალექსანდრუპოლისის პოლიციის განყოფილების იზოლატორში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„სალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

110
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიცია ბათუმში

შსს-მ ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

176
(განახლებულია 20:54 27.05.2020)
რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ბათუმში პოლიციამ 30 პირი დააკავა

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც ბათუმში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, სსკ-ის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

საუბარია რევაზ წულუკიძესა და ელდარ ანთაძეზე, სწორედ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.

ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. წულუკიძესა და ანთაძეს ბრალი ჯგუფურ ხულიგნობაში ედებათ.

176
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

„წონის მატება ძალიან მოგიხდა“ - როგორ გამოიყურება ნანუკა გუდავაძე მშობიარობის შემდეგ?

0
(განახლებულია 14:48 30.05.2020)
ნანუკა გუდავაძემ წონაში საგრძნობლად მოიმატა. როგორ გამოიყურებოდა ბერა ივანიშვილის მეუღლე ფეხმძიმობამდე და მშობიარობის შემდეგ?

მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ - ქალების ცხოვრება, რომლებმაც საპასუხისმგებლო ნაბიჯი გადაგეს, სწორედ ასე იყოფა. ამბობენ, რომ ქალი განსაკუთრებულად ლამაზი მშობიარობის პერიოდშია. არასასურველი კილოგრამების მომატებაზე ბევრი მათგანი წუწუნებს, თუმცა ახალშობილის გაჩენის შემდეგ ყურადღება მხოლოდ მზრუნველობაზე გადააქვთ. ასე აღმოჩნდა ნანუკა გუდავაძის შემთხვევაშიც. დაოჯახებამდე ლამაზმანი სამოდელო სფეროთი იყო გატაცებული, ფოტოსესიებსაც ხშირად აწყობდა. ახლა მისი ყოველდღიურობა ყველაფრისგან გამორჩეულია. ბერას და ნანუკას სოციალური ქსელები ბერუკასთან გადაღებული შეუდარებელი კადრებით გამრავალფეროვნდა.

View this post on Instagram

💙🙈😇

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

გასული წლის დეკემბერში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილს – ნანუკა გუდავაძესა და ბერა ივანიშვილს ბიჭუნა, პატარა ბერუკა შეეძინათ. ახალბედა დედა იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა ახლა აქტიურობას მოუმატა და ქმართან ერთად მისაბაძ კონტენტს ქმნის. ნათლობის შემდეგ წყვილი ბერუკას ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ასეთ დროს სოციალური ქსელის მომხმარებლების ძირითადი განსახილველი თემაა – ვის ჰგავს პატარა. ბერა ივანიშვილის მეუღლე ყოფილი მოდელი და ამჟამად მოდის ბლოგერია. ნანუკას ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელში იძებნება მისი დები – ანი და მარიამ გუდავაძეები. მარიამი ნანუკაზე და ანიზე ბევრად უმცროსია. რაც შეეხება ანის, ფოტოებიდან ირკვევა, რომ დაქორწინებულია. ბერას და ნანუკას ქორწილში ანი ორსულად იყო და ახლა პატარა ბიჭუნას დედაა. დების მსგავსება გაოცებას იწვევს.

View this post on Instagram

🌊🍫

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

ბერასა და ნანუკას ჯვრისწერა 2018 წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შთამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" – ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა. ბერას ქორწილი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით გაიმართა. ჯვრისწერას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები, მათ შორის, თბილისის მერი კახა კალაძე და ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება