დაკავება

„წინასაახალწლო პრემია“ 8 ათასი ლარი: ფოთის მერიის აპარატის თანამშრომელი დააკავეს

73
(განახლებულია 16:49 04.12.2017)
ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამი მოსთხოვა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი ნ. დააკავეს, იუწყება სუს-ის პრეს-სამსახური.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით შესყიდვაში და შემდგომ მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა მიწის ნაკვეთის ღირებულების 10% — 24 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა თანხის ნაწილი – 8000 ლარი.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის სახით 8000 ლარის აღების ფაქტზე გიორგი ნ. 2017 წლის 1 დეკემბერს დააკავეს.

გამოძიება სსსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შოთა ნოზაძე

73
თეგი:
ქურდობა, თაღლითობა, ფოთის მუნიციპალიტეტი
თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
პატრული

„სამჯერ გაისროლეს და ფული წაიღეს“ კლინიკაზე თავდასხმის დეტალები

40
(განახლებულია 17:30 01.12.2020)
ამ დროისათვის უცნობია კლინიკიდან წაღებული თანხის ზუსტი რაოდენობა – ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა კლინიკიდან 5 ათასი ლარი გაიტაცეს.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. „თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე“ თავდასხმა ორმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა, განაცხადა სამედიცინო დაწესებულების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან. 

ამ დროისთვის პოლიცია დამნაშავეთა დაკავების მიზნით ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს. 

„თავდასხმა დაახლოებით დილის ექვსის ნახევარზე მოხდა. ორი შეიარაღებული პირი კარის გაღებას მოითხოვდა. სამჯერ გაისროლეს, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა კლინიკის ინვენტარი. მათ ფული წაიღეს“, – განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნინო კილაძემ.

მისი თქმით, ამ დროისათვის წაღებული თანხის ოდენობა დგინდება. ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა კლინიკიდან 5 ათასი ლარი გაიტაცეს.

„მედიაში გავრცელებული რიცხვი სინამდვილეს არ შეესაბამება“, – აღნიშნა კილაძემ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 

40
თემები:
შემთხვევები საქართველოში
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი კომენდანტის საათის დროს

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

29
(განახლებულია 17:06 01.12.2020)
რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძოლა COVID-19-თან: ერთ დღეში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა>>

რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებული არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 905 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

29
თემები:
COVID-19 საქართველოში
მზია ლეკიშვილი

სამყაროში შემთხვევითი არაფერია ანუ  ექიმის მიერ დახატული ყველაზე პოზიტიური „Lockdown“

0
(განახლებულია 17:03 01.12.2020)
პროფესიით ექიმი ერთ დღეს ფერწერამდე რომ მივიდა, ამაში გარკვეულ კანონზომიერებას ხედავს. წლების მანძილზე ნანახი და განცდილი ერთ დღეს ნახატებზე ისე გადაიტანა, რომ ხელოვანებიც გააოცა.

საუბარია ბრონქოპულმონოლოგსა და ბრონქოსკოპისტზე, მზია ლეკიშვილზე, რომელიც დღეს მარტო პროფესიონალი ექიმი კი არ არის, ნიჭიერი ხელოვანიცაა...

მზია ლეკიშვილის შემოქმედება
მზია ლეკიშვილის შემოქმედება

- ქალბატონო მზია, საუბარი ზოგადი კითხვით დავიწყოთ: ალბათ უკვე დარწმუნდით, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება...

- დიახ, სამყაროში შემთხვევითი არაფერია... ალბათ გარკვეული კანონზომიერება იმაშიც იყო, რომ მე, მედიცინის სპეციალისტი, ერთ მშვენიერ დღეს ფერწერამდე მივედი. ხატვა ჩემში თავისუფლების შეგრძნებას იწვევს და იმას განმაცდევინებს, რაც ასე ძალიან მჭირდება ხოლმე...

მზია ლეკიშვილის ნახატი „Lockdown“
მზია ლეკიშვილის ნახატი „Lockdown“

- პროფესიულ არჩევანზე მითხარით ორი სიტყვა, რა ნიშნით გააკეთეთ თავის დროზე?

- ექიმობა17 წლის ასაკში გადავწყვიტე, მაშინ ადამიანის გადარჩენის სურვილი მამოძრავებდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ენთუზიაზმით სავსე ვიყავი, კარგი თეორიული და მწირი პრაქტიკული ცოდნით სასწრაფოში დავიწყე მუშაობა.

მზია ლეკიშვილის შემოქმედება
მზია ლეკიშვილის შემოქმედება

- როდის დარწმუნდით, რომ ექიმობა თქვენი მოწოდებაა?

- პირველივე დღეებში აღმოვჩნდი მკაცრი რეალობის წინაშე: ბევრი რთული შემთხვევა ვნახე, განვიცადე სიკვდილის მიმართ პირველი შიში, მცირე ხნით საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობაც მქონდა და აქედან გამომდინარე, ექიმობის თავის დანებების სურვილიც. თუმცა მეორე მხრივ, იყო ადამიანების მხრიდან წამოსული მადლიერება, პატივისცემა და ნდობა, რამაც ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩინა. თანდათან მოვიდა რწმენა და საკუთარი თავის ძალაში დავრწმუნდი...

მზია ლეკიშვილის შემოქმედება
მზია ლეკიშვილის შემოქმედება

- ერთ მშვენიერ დღეს, ეს ყველაფერი, ანუ დაგროვილი ემოციები ფურცელზე გადაიტანეთ?

- დიახ, ალბათ ასეც მოხდა. ორი წლის წინ, ერთ დღეს, ხელში ფანქარი ავიღე და ვცადე დამეხატა. ქაღალდზე წარმოსახვით გოგონას პორტრეტი გაჩნდა. საკმაოდ ცოცხალი სახე გამოვიდა, თუმცა ნახატზე არ იყო შუქ-ჩრდილები, არც პროპორციები დაცული... იმდენად გამიკვირდა, რომ კარგად ხანი ვუყურებდი ნახატს და ვცდილობდი გამერკვია რანაირად გამომივიდა...

მზია ლეკიშვილის შემოქმედება
მზია ლეკიშვილის შემოქმედება

- აჩვენეთ თქვენი პირველი ნახატი ვინმეს?

- დიახ, ამ ნახატით ნაცნობ მხატვარებთან, ბორია და იური სკრინიკოვებთან მივედი. მათ შეაფასეს და მითხრეს, რომ თვალზომის თანდაყოლილი ნიჭი გაქვთ და აუცილებლად უნდა გააგრძელოთო. თან ამიხსენეს ხატვის ელემენტარული წესები. შექებით გახარებულმა პირველივე გაკვეთილის მერე მეორე გოგონაც დავხატე. უფრო სწორედ, ერთი მოდელის სურათიდან გადავხატე. აი. ამის მერე უკვე ვეღარ გავჩერდი...

მზია ლეკიშვილის შემოქმედება
მზია ლეკიშვილის შემოქმედება

- თუ დააკვირდით, რა ხდება ხატვის იმპულსი ან რა გიძლიერებთ მსგავს სურვილს?

- ხატვის სურვილი, რომელიც რამდენიმე წელია გამიჩნდა, განსაკუთრებით კლასიკური მუსიკის მოსმენის დროს მიმძაფრდებოდა. მე ხშირად ვესწრებოდი თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტებს. ყოველთვის მაოცებს ის ფაქტი, თუ როგორ შეიძლება ბგერებით გადმოიცეს ადამიანური ემოციები, განწყობა, შფოთვა, თანაც, უფრო ღრმად, ვიდრე ეს სიტყვებს შეუძლია.

საკუთარი ავტორიტეტის ციხესიმაგრე - ავტორი მზია ლეკიშვილი
საკუთარი ავტორიტეტის ციხესიმაგრე - ავტორი მზია ლეკიშვილი

- სიზმრის სიუჟეტი გადაგიხატავთ?

- სიზმარი არა, მაგრამ ჩაძინების წინ ზოგჯერ საოცარ ფერებს ვხედავ ხოლმე და ვიმახსოვრებ..

- ზეთში ხატვაც ამიტომ დაიწყეთ?

- ზეთში ერთი წელია, რაც ვხატავ და ძალიან მიზიდავს. ხატვას რომ ვიწყებ თავად არ ვიცი რა გამოვა. რაღაც იდეით ვიწყებ და შემდეგ თითქოს გარდასახვა იწყება. მეც სიტყვებს მიღმა არსებულ შეუცნობ სამყაროში „გადავდივარ“...

მზია ლეკიშვილის ნახატი „ლოდინი“
მზია ლეკიშვილის ნახატი „ლოდინი“

- საინტერესოა, როგორც ექიმი, თავად როგორ ხსნით ამ „მოვლენას“?

- როგორ გითხრათ? ჩემი პროფესიის გამო უამრავ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, მათ შორის იყვნენ: ქრონიკული პაციენტები, ჯანმრთელები, მომაკვდავები, მათი ახლობლები. ყოველ დღე ვხედავდი მათ სახეზე გამოსახულ ემოციებს: იმედს, შიშს, გაურკვევლობას... ეს ყველაფერი ალბათ გროვდებოდა ჩემში. ერთხელაც სიცოცხლისა და სიკვდილის განსხვავებული, ჩემეული აღქმა გამიჩნდა.

მზია ლეკიშვილის შემოქმედება
მზია ლეკიშვილის შემოქმედება

- ეს ემოციები და თქვენეული აღქმა კარგად ჩანს თქვენს პორტრეტებში...

- ადამიანი საოცარი ქმნილებაა, ძალიან გამძლე და ძლიერი, თუმცა ამავე დროს ფაქიზი, სუსტი და მყიფე. პორტრეტებში განსხვავებული გამოხედვის დაფიქსირება მიყვარს ხოლმე...

- პაციენტებს რა სიტყვებით ანუგეშებთ?

- ხშირად ასე ვეუბნები: ნუ გეშინიათ, მენდეთ. ქვეყნად ყველაზე დიდი სიკეთე ნუგეში და თანაგრძნობაა...

მზია ლეკიშვილის შემოქმედება
მზია ლეკიშვილის შემოქმედება

- ალბათ ადამიანებისადმი სწორედ ეს თანაგრძნობა ჩანს ბოლო დროს შექმნილ თქვენს ნახატში „lockdown“...

- ამ ნახატს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მიუხედავად ასეთი მძიმე თემატიკისა, მან მნახველებში იმედის გრძნობა გააჩინა და სასიამოვნო მოგონებებიც კი აღძრა. მომწერეს: „ლოქდაუნი" თუ ასეთი იქნება, ავიტანთო. ამ ნახატზე სინათლე ჩანს ფანჯრებში, ეს იმას ნიშნავს, რომ იმედი არ უნდა დავკარგოთ. ჩემი „lockdown“ -ც ამიტომ გამოვიდა ასეთი ფერადი და იმედიანი, მჯერა ესეც გაივლის...

 

0