საპატრულო პოლიცია

სამართალდამცველებმა სამცხე-ჯავახეთში ოთხი არალიცენზირებული სახერხი საამქრო დახურეს

19
(განახლებულია 16:24 04.12.2017)
სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენის და ახალციხის რაიონებში ბრალდებულთა ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ნოემბერში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 19 პირი გამოავლინეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამას გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 4 პირი ამხილეს.

სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენის და ახალციხის რაიონებში ბრალდებულთა ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი 15 ავტომანქანა და ოთხი არალიცენზირებული სახერხი საამქრო კი დალუქეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით — „ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა", რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით 1 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

შოთა ნოზაძე

19
თეგი:
შს სამინისტრო
თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
საბერძნეთის პოლიცია

საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის იზოლატორში თავი მოიკლა

111
(განახლებულია 16:08 29.05.2020)
ქალაქ ალექსანდრუპოლისის პოლიციის განყოფილების იზოლატორში 46 წლის ქართველი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ტრეფიკინგში ბრალდებულმა საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთში დროებითი დაკავების იზოლატორში თავი მოიკლა, იუწყება ქართული მასმედია ბერძნული მედიასაშუალებების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, 46 წლის ქართველი მამაკაცი ქალაქ ალექსანდრუპოლისის პოლიციის განყოფილების იზოლატორში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„სალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

111
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიცია ბათუმში

შსს-მ ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

176
(განახლებულია 20:54 27.05.2020)
რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ბათუმში პოლიციამ 30 პირი დააკავა

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც ბათუმში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, სსკ-ის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

საუბარია რევაზ წულუკიძესა და ელდარ ანთაძეზე, სწორედ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.

ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. წულუკიძესა და ანთაძეს ბრალი ჯგუფურ ხულიგნობაში ედებათ.

176
თემები:
შემთხვევები საქართველოში

რუსეთმა უახლესი ჰაუბიცის გამოცდა დაიწყო: უფრო მობილური და მძლავრი

0
(განახლებულია 14:13 30.05.2020)
ნიჟეგოროდის ოლქის პოლიგონზე ავტომობილ КамАЗ-6550–ის ბაზაზე აგებული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის გამოცდა დაიწყო.

ალექსანდრ ხროლენკო

უახლესი ჰაუბიცა Коалиция-СВ–ის საცდელი ვერსია მაისის ბოლოს შევიდა რუსეთის არმიაში. დანადგარი Т-90–ის ბაზაზეა შექმნილი და მისი დანიშნულება 70 კმ რადიუსში სახმელეთო სამიზნეების განადგურებაა: მოწინააღმდეგის საკომანდო პუნქტების, ჯავშანტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინაამდეგო სისტემებისა და ასევე ცოცხალი ძალისა. დღეს ამ ჰაუბიცას მოსფლიოში ანალოგი არ აქვს. თითქმის იმავდოულად დაიწყო КамАЗ-6550–ის ბაზაზე აგებული თვითმავალი საარტილერიო დნადგარის საცეცხლე გამოცდაც. 

ტესტირების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას ჰაუბიცის  ბორბლებიანი მოდიფიკაციის სერიული წარმოების შესახებ.

ბორბლებიანი Коалиция-СВ–ის მსგავსი დღეს რუსეთის ჯარში არ არის. მუხლუხოებიან ანალოგებთან შედარებით, მას აქვს ისე თი უპირატესობები, როგორებიცაა  მობილურობა, საერთო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო მაგისტრალებზე გამოყენება გზის საფარველის და ზიანების გარეშე, სიარულის მარაგის დიდი რესურსი.

დამამზადებელი საწარმოს გენერალური დირექტორის, დმიტრი სემიზოროვის თქმით, „კოალიცია — ეს მომავლის მანქანაა. ის დროს უსწრებს“.

ბორბლებიანი დანადგარი ნამდვილად დააინტერესებს უცხოელ კლიენტებს. მაგალითად, თვითმავალი ჰაუბიცის წინა თაობის საექსპორტო მოდიფიკაცია Мста-С (155 მმ კალიბრით), რომელსაც აქვ უნარი, გამოიყენოს როგორც ადგილობრივი, ისე იმავე კალიბრის დასავლური საბრძოლო მასალები, 1,6 მლნ დოლარი ღირს. 

აბუ–დაბიში გამართულ IDEX-93–ის გამოფენაზე Мста-С–მა წარმოაჩინა არაერთი უპირატესობა: 15 კმ დისტან ციაზე სროლისას 40–დან 38 სამიზნე დააზიანა. გამომდინარე იქიდან, რომ Коалиция-СВ კიდევ უფრო სრულყოფილია, მას დიდი მომავალი აქვს გარანტირებული რუსეთის არმიაშიც და შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზეც. 

ახალი თაობა

საარტილერიო სისტემა Коалиция-СВ–მ წინა თაობის Мста-С–სგან მემკვიდრეობით მიიღო უზარმაზარი საცეცხლე სიმძლავრე.  Коалиции-СВ–ს 152 მმკალიბრის ქვემეხს წუთშ 10 გასროლის უნარი აქვს, რაც ანალოგიური საარტილერიო სისტემების სროლის სიჩქარეს აჭარბებს. — მათ შორის, უცხოურს. მაგალიტად, ამერიკულ М109А6 Paladin–ს ექვსი გასროლის წარმოება შეუძლია წუთში. Коалиции-СВ–ს სროლის მაღალი ტემპი უზრუნველყოფილია სრულად ავტომატური დატენვით. მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელი დენთის ერთდროული წვის მიკროტალღური სისტემა.

ახალ ჰაუბიცას სამი სპეციალისტი ემსახურება: მძროლ–მექანიკოსი, მეთაური და მემიზნე ოპერატორი. ამასთან, საარტილერიო კოშკურა თავისუფალია, მთეილ ეკიპაჟი დაჯავშნულ კაფსულაშია განთავსებული.

უახლეს საარტილერიო სისტემის ბორბლებიან და მუხლუხოვან ვარიანტებს აქვს უნიფიცირებული საბრძოლო ნაკვეთური — სრულად მბრუნავი კოშკურა და 152 მმ ჰაუბიცა 2А88. მის შეიარაღებაში ასევე შედის დისტანციურად მართვადი ტურელური დანადგარი 12, 7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით.

მეთაურისა და მემიზნის სამუშაო ადგილები ციფრული დისპლეებითაა აღჭურვილი და ტაქტიკური რგოლის ავტომატიზირებულ ერთიან სისტემაშია ინტეგრირებული.

ეს ეკიპაჟს საშუალებას აძლევს, ეფექტურად იმოქმედოს, სხვადასხვა წყაროებიდან ციფრული არხებით მიიღოს სამიზნე–მითითებები, აწარმოოს ადგილზე სადღეღამისო დაკვირვება, ასევე ავტომატური გათვლები სროლისთვის და ნებისმიერ ამინდში ცეცხლის კორექტირებაც მოახდინოს. 

გარე მონაცემებს ამუშავებს ბორტის საინფორმაციო–სამეთაურო სისტემა, რომელიც იძლევა მონაცემებს სროლისა და საბრძოლო მასალების მართვის შესახებ.

საცეცხლე მახასიათებლებით Коалиция-СВ სამამულო და უცხოური წარმოების ყველა თვითმავალ საარტილერიო დანადგარს აღემატება. ამგვარი პოტენციალით უახლესი ჰაუბიცა პერსპექტივაში ყველა თვითმავალ დანადგარს ჩაანაცვლებს რუსეთის სახმელეთო ჯარებში.

Коалиция-СВ ნიჟეგოროდის ცენტრალურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში დამუშავდა. ფართო პუბლიკას ის პირველად 2015 წლის 9 მაისს წარუდგინეს გამარჯვების აღლუმზე მოსკოვში. 2017 წლის სექტემბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა კონტრაქტს Коалиция-СВ–ის საცდელი პარტიის მიწოდებაზე, რაც 2020 წლისთვის სერიულ მიწოდებას ითვალისწინებდა.

უახლესი ჰაუბიცა Коалиция-СВ–ს ორი მოდიფიკაცია — ეს მომვლის იარაღია, რომლის ფლობაც უკვე დღესაა მიზანშეწონილი. ხვალ შესაძლოა მესამე – სახომალდე ვერსიაც გამოჩნდეს.

ზეზუსტი საბრძოლო მასალები

სროლის სიშორით Коалиция-СВ ორჯერ აღემატება ანალოგებს ( დაახლოებით 70 კმ). მაგალითად, შეიარაღებაში 2012 წელს შესულ რუსულ Мста-С - 2С19М2–ს სამიზნის დაზიანება 30 კმ მანძილზე შეუძლია. გერმანულმა ჰაუბიცა PZH 2000–მა კი სამხრეთ აფრიკაში ერთხელ გაგზავნა სპეციალური ჭურვი V-LAP–ი 56 კმ მანძილზე, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში სროლის სიშორე 30 კმ–ს არ აღემატება.

დიდ მანძილზე სროლისას მნიშვნელოვანია მაღალი სიზუსტე. უახლესი მართვადი ჭურვების წყალობით, რუსეთის არმიის პირველი ზეზუსტი საარტილერიო სისტემა იქნება. საშტატო საბრძოლო მასალების გამოცდები 2021 წელს დასრულდება. 

ტულის საკონსტრუქტორო ბიურომ ძალიან ზუსტი და მძლავრი ფუგასური საბრძოლო მასალა შექმნა „ერთი სროლისთვის“. თითო ასეთი 152-მმ ჭურვი დაახლოებით 50 ათასი დოლარი ღირს, სამაგიეროდ, მოწინააღმდეგის ბუნკერზე თუ სხვა გამაგრებულ ობიექტზე ერთი მოხვედრის შემდეგ მეორე სროლა საჭირო აღარააა. დამიზნებას ლაზერის სხივით ახდენს ოპერატორი ან უპილოტო აპარატი.

კიდევ ერთი „ჭკვიანი“ საბრძოლო მასალა შექმნეს ,ოსკოვის საკონსტრუქტორო  ბიურო „კომპასში“. ახასიათებს სამიზნის ზუსტი განადგურება წიონასწარ ცნობილი კოორდინატებით. სამიზნიდან გადახრის ალბათობა 10 მეტრს არ აჭარბებს. მისი ფასი დაახლოებით ათასი დოლარია, როცა ერთი ამერიკული Excalibur–ი 80 ატასი დოლარი ჯდება.

საარტილერიო სისტემა Коалиция-СВ მოწინავე უცხოური ანალოგების პასუხად შეიქმნა — მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობისა და საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცების მიზნით.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0