შეიარაღებული მამაკაცი

თბილისში ოჯახური გარჩევა პოლიციასთან სროლაში გადაიზარდა დაჭრილია ცოლ-ქმარი

108
(განახლებულია 12:04 01.12.2017)
ქალბატონმა, რომელიც ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა, პოლიციაში დარეკა და შველა ითხოვა

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მცხოვრებ ცოლ-ქმარს შორის მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს გამოძახებულ პოლიციელებს მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა, იუწყება ტელეარხი „იმედი“ (Imedi).

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ქალმა გამოიძახა და ქმრისგან დაცვა ითხოვა.

პოლიციის დანახვაზე მამაკაცმა იარაღიდან სროლა დაიწყო როგორც სამართალდამცველების, ისე მეუღლის მიმართულებით, რასაც პოლიციამ სროლითვე უპასუხა.

ურთიერთსროლის შედეგად დაჭრილია ორივე მეუღლე, რომლებიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარეს არ აკეთებს მომხდარზე.

108
თემები:
კრიმინალი საქართველოში (538)