პატრული

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში: ერთი დაღუპული, ექვსი დაშავებული

361
(განახლებულია 16:38 30.11.2017)
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი და დაშავდა, განუცხადეს  „Sputnik საქართველოს“ შსს–ს პრეს–სამსახურში. 

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მანქანაში მჯდომი ერთ-ერთი გოგონა  ავტომობილიდან გადმოვარდა. 

დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღნიშნებათ და ისინი  თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული, განაცხადა პრეს–სამსახურის წარმომადგენელმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შოთა ნოზაძე

 

 

361
თემები:
შემთხვევები საქართველოში (806)