სასწრადო დახმარება

მოსკოვში ერთმანეთს ტრამვაი და სასწრაფო დახმარების მანქანა შეეჯახა

13
(განახლებულია 15:16 30.11.2017)
გამოძიება ცდილობს დაადგინოს, რა გახდა ავარიის მიზეზი.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვის აღმოსავლეთით ტრამვაი და სასწრაფო დახმარების მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, დაშავებულია ორი ადამიანი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის მოსკოვის სამმართველოზე დაყრდნობით.

„მეტრო „სოკოლნიკიდან“ 100 მეტრში ქუჩის გადაკვეთაზე ტრამვაი და სასწრაფო დახმარების მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა“, – განუცხადა სააგენტოს მოსაუბრემ.

გამოძიება ამ დროისთვის მომხდარი ფაქტის მიზეზებს არკვევს. შემთხვევის ადგილზე საგზაო–საპატრულო სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ.

13
თემები:
რუსეთი დღეს (118)