აჭარაში საბრძოლო იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

CC BY-SA 2.0 / Teknorat / GP WASR-10 SW1911PD POWERLINE 901ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები
ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის მოქალაქეს ავტომატების, ხელყუმბარებისა და ვაზნების მთელი არსენალი აღმოაჩნდა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ქობულეთში თურქეთის მოქალაქე დააკავეს, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

1982 წელს დაბადებული ფ.ო.-ს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ერთი ხელყუმბარა და 40 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ბათუმში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას — АК-74-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 18 საბრძოლო ვაზნით.

დაკავება - Sputnik საქართველო
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ამას გარდა დამატებით ამოღებულია АК-74-ისა და АКМ-ის მოდელების 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და 198 საბრძოლო ვაზნა, რომლებიც ბრალდებულს ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა გადამალული.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ავტომატები, ხელყუმბარები და ვაზნები ცეცხლსასროლ იარაღთა, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება და ვარგისია სროლისთვის.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით), რაც ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0