შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული მოქალაქე ლენტეხში დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას ამოიღეს: „აკს"-ის და „აკმ"-ის მოდელების 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 145 საბრძოლო ვაზნა, „საიგას" მოდელის და „სვდ"-ს ტიპის 2 შაშხანა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით). დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0