რუსეთის მოქალაქე ავტომობილის აფეთქებისას დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანქანა, რომელსაც რუსეთის მოქალაქე მართავდა, ხეობაში ჩავარდა და აფეტქდა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის მოქალაქე დაიღუპა ავტომობილში, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურთან აფეთქდა, იუწყება ტელეარხი „იმედი“ (Imedi).

მძღოლმა მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზიდან ხეობაში გადავარდა და აფეთქდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლი ემსხვერპლა. მანქანაში ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ის გადარჩა. სამედიცონო დათვალიერების შემდეგ ექიმებმა ის საავადმყოფოდან გაწერეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.


ყველა ახალი ამბავი
0