ლილოში ოთხი მანქანა ერთდროულად გაძარცვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზიანებული ავტომობილები სახლებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ლილოში, აეროპორტის დასახლებაში პარასკევს ბოროტმოქმედებმა ოთხი ავტომობილის გატაცება სცადეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

ოთხ ოჯახს კუთვნილ ავტომობილებზე ჩამსხვრეული მინები, მოტეხილი სარკეები და დაზიანებული ელექტროგაყვანილობა დახვდათ.  

დაზიანებული ავტომობილები სახლებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.

„სახლიდან წამოყვანილი იყო მანქანა და ქუჩაში იყო გაჩერებული. ჩატეხილი იყო უკანა შუშა, ამოყრილი იყო ელექტროგაყვანილობა“, — განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ტარიელ ხომსიშვილმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0