რუსთავში ოთხი ავტომობილის შეჯახებას ქვეითად მოსიარულე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ავტომობილი
სასწრაფო დახმარების ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი მიღებული მძიმე ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსთავში, შარტავას გამზირზე წუხელ, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
ავტოავარია დედოფლისწყაროში: დაიღუპა ორი ადამიანი

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი მანქანა შეეჯახა. გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი „მიცუბიში კოლტის" მარკის ავტომანქანა ჯერ შუქნიშანზე მდგარ „მერსედესს" შეეჯახა, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულე 54 წლის მამაკაცს. ამის მერე „მერსედესის" მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ინერციით შეეჯახა „შკოდას", შემდეგ კი „ტოიტა ლენდ-კრუიზერს".

ქვეითად მოსიარულე მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0