ვერის ბაღში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულის დაზიანებები ან ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ვერის ბაღში დილით შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“  შს სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, გარეგნული დათვალიერებით გარდაცვლილს სხეულის დაზიანებები ან ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 115-ე „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0