შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის" 191 აბი, 35 ნატეხი და ასევე ორ შეკვრად დაფასოებული „სუბოქსინის" ფხვნილი ამოიღეს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული მოქალაქე დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

დაკავება - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანა აღკვეთეს

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის" 191 აბი, 35 ნატეხი და ასევე ორ შეკვრად დაფასოებული „სუბოქსინის" ფხვნილი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0