თბილისში მამაკაცმა ბენზინი გადაისხა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ბენზინი მეუღლესთან შერიგების მიზნით გადაისხა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა, იუწყება სააგენტო პირველი".

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ბენზინი მეუღლესთან შერიგების მიზნით გადაისხა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0