„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი პოლიციის ავტომანქანას შეეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashviliპატრულის ეკიპაჟი
პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი მართავდა, უკუსვლით მოძრაობისას შსს-ს გენერალური ინსპექციის ავტომანქანას შეეჯახა.

თბილისი, 21 ოქტომბერი— Sputnik. თეთრიწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი მართავდა, უკუსვლით მოძრაობისას შსს-ს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას შეეჯახა, რომლითაც შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29,84% შეადგინა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ჩატარებული შესაბამისი მოქმედებებისა და თვითმხილველთა გამოკითხვის შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ბრალეულობა გამოიკვეთა და ის, სსკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 250 ლარით დაჯარიმდა, აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საქართველოს მოქალაქეები შაბათს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ. თვითმმართველობის არჩევნებში 22 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.

ყველა ახალი ამბავი
0