გიორგი ვაშაძე

თბილისის მერობის კანდიდატის მომხრე სცემეს

27
(განახლებულია 20:22 21.10.2017)
კანდიდატმა „ქართულ ოცნებას“ საკუთარი მხარდამჭერების დამშვიდებისკენ მოუწოდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი ვაშაძის (ბლოკი „ახალი საქართველო") მხარდამჭერს ბუკიას ბაღში ფიზიკურად გაუსწორდნენ, განაცხადა გიორგი ვაშაძემ ტელეარხზე TV პირველი.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხარდამჭერი ბაღში ვაშაძის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდა და ბუკლეტებს არიგებდა, როდესაც მასთან უცნობი მამაკაცი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ჩვენ აქტივისტს, რომელიც ბუკიას ბაღთან იდგა, უცნობმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ახლა სასწრაფო დახმარება, პოლიცია გამოვიძახეთ. აქ ვიდეოკამერებია დამონტაჟებული. მოვუწოდებ საპატრულო პოლიციას, ამოიღოს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი და გამოავლინოს ის ადამიანი, რომელმაც ეს ჩაიდინა“, — განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მის აქტივისტს ისე დაარტყეს, რომ მან გონება დაკარგა.

კანდიდატმა „ქართულ ოცნებას“ საკუთარი მხარდამჭერების დამშვიდებისკენ მოუწოდა.

საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия იუწყება, რომ საქართველოს შსს მომხდარ ფაქტს ადასტურებს. საქმე „ძალადობის“ მუხლითაა აღძრული.

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ.

27
თემები:
არჩევნები -2017 (81)