თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლნისში საარჩევნო კომისიის ორ წევრზე ანგარიშსწორების შესახებ განაცხადეს, რაც საქართველოს შსს-მ უარყო.
„ჩვენი ინფორმაციით, ცემის ფაქტი არ ყოფილა“, — აცხადებენ შსს-ში.
საქართველოს მოქალაქეები დღეს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ. არჩევნებში 22 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.