საარჩევნო კომისიის მდივანი ავტოავარიაში მოხდა

გამოწერა
დმანისში ერთ-ერთი საარჩევნო კომისიის მდივანი ხელახლა აირჩიეს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. დმანისის №33 საარჩევნო უბნის მდივანი ავტოავარიაში მოხვდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.

„მდივანი ავარიაში მოყვა, მას თავი აქვს გატეხილი და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. უბანზე ახალი მდივანი აირჩიეს და საარჩევნო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, — განაცხადა დმანისის 24-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ ლონგინოზ ყულიაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0