სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს

© AP Photo / Patrick Semanskyხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გაჩიანში ერთი პირი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

დაკავება, ხელბორკილები - Sputnik საქართველო
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მოქალაქის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გარდა ამისა, პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 6 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით).

ყველა ახალი ამბავი
0