„ლურჯი ვეშაპი“: შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბავშვები კომპიუტერთან
ბავშვები კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების განცხადებით, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ე.წ. ონლაინ თამაში „ლურჯი ვეშაპის“ არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. შსს ე.წ. ონლაინ თამაშთან („ლურჯი ვეშაპი") დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ინფორმაციას ავრცელებს.

მიმდინარე წლის 30 მაისს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება ონლაინ თამაშის — „ლურჯი ვეშაპის" შემქმნელების მიერ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის, ასევე, კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გვრცელებულ განცხადებაში.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, და სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.

ბავშვები კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
შსს-მ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ თამაშთან დაკავშირებით საქმე აღძრა

"მიმდინარე გამოძიების პროცესში, პოლიციამ დეტალურად შეისწავლა ყველა შეტყობინება, რომელიც შეეხებოდა სკოლის მოსწავლეების მიერ "ლურჯი ვეშაპის" შესაძლო თამაშის ფაქტებს. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურს მიეცა მითითება, თუკი რომელიმე მოსწავლეს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებას, მათ შორის, ნაკაწრის სახით, შეამჩნევდნენ, პოლიციისთვის ეცნობებინათ", — ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს თანასრომლებმა რამდენიმე ათეული არასრულწლოვანი გამოკითხეს. გამოძიება თითოეული შეტყობინების თუ განცხადების საფუძვლიანად და სიღრმისეულად გამოძიების მიზნით, გარდა არასრულწლოვანთა გამოკითხვისა, აქტიურად იყენებდა კვალიფიციური ფსიქოლოგების დახმარებას. ასევე, განხორციელდა არასრულწლოვნების სოციალური ქსელის პირადი პროფილების, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების დათვალიერება. ამასთან, მიმდინარე გამოძიების პროცესში, არაერთი სხვა კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, აცხადებენ უწყებაში.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ე.წ. ონლაინ თამაში "ლურჯი ვეშაპის" არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა", — აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

თამაში "ლურჯი ვეშაპი" გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც. თამაშის დასასრულს მოთამაშეს ე.წ. კურატორი აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მოზარდს თვითმკვლელობისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, ან ფატალური შედეგითაც კი სრულდება.

უწყება მოუწოდებდა ინტერნეტ-მომხმარებლებს, მაქსიმალურად შეეკევაბინათ თავი აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოზარდებში აღნიშნული თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0