ავტოავარია დედოფლისწყაროში: დაიღუპა ორი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. დედოფლისწყაროში Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ავტოავარია გუშინ, საღამოს მოხდა. წინასწარი ვერსიით, მიკროავტობუსი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. ორივე დაღუპული სამარშრუტო მიკროავტობუსის მგზავრია, დაშავდა მიკროავტობუსის მძღოლიც.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, დაღუპულები დაახლოებით 30 წლის ადამიანები არიან.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობით და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის სამ წლამდე ჩამორთმევის უფლებით.

ყველა ახალი ამბავი
0