თბილისის ცენტრში ოთხი ადამიანი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია დედაქალაქის ცენტრში
საპატრულო პოლიცია დედაქალაქის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ–ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. წუხელ რუსთაველის გამზირზე, რესტორან მარკო პოლოსთან" ოთხი ადამიანი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე პირი რესტორანში ქორწილში იმყოფებოდა. ერთ–ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ–ის 117–ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0