მეწყერი, წვიმა და შტორმი: აჭარაში მძიმე ღამე იყო

© photo: Sputnikშტორმი აჭარაში
შტორმი აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი წვიმის გამო ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა, დაზიანდა 12 საცხოვრებელი სახლი, მოსახლეობა ევაკუირებულია

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. შაბათ ღამით ძლიერი წვიმისა და მეწყრისა გამო ადამიანებს საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ, იუწყება ტელეკომპანია "იმედი" (Imedi).

ტელეკომპანიის მონაცემებით, ძლიერი წვიმით გამოწვეული მეწყრის გამო სოფელ ქობულეთსა და ზედა სამებაში 12 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ექვსი ოჯახი.

რამდენიმე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილია, ქვესადგურზე მომხდარი ავარიის გამო რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ქობულეთში ზღვაში ქალი დაიხრჩო

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბი მუშაობს. სტიქიის ზონებში სპეციალური ჯგუფები მუშაობენ. მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები.

მეწყერში მოყვა მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი ბავშვი. მათი გადარჩენა მოხერხდა.

ქობულეთში ღამით ზღვაში დაიხრჩო ქალი, რომელიც აკრძალვის მიუხედავად, ზღვაში ქმართან ერთად შევიდა. ტელეკომპანიის მონაცემებით, დაღუპული რუსეთის მოქალაქე იყო. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შავი ზღვის მთელ სანაპიროზე ისევ შტორმია გამოცხადებული. ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

ყველა ახალი ამბავი
0