თბილისში მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა

© Sputnik / Alexander Imedashviliმუნიციპალური ავტობუსი
მუნიციპალური ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ვარდების მოედანზე, სასტუმრო „რედისონის" წინ, მსუბუქი ავტომანქანა და მუნიციპალური ავტობუსი ერთმანეთს დღეს შეეჯახნენ.

ავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურში.

როგორც შსს-ში აღნიშნეს, ავტომობილები ერთმანეთს მსუბუქად შეეჯახნენ. საქმის მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო. დამნაშავე მძღოლი კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდის.

ყველა ახალი ამბავი
0