ქობულეთში ზღვაში ქალი დაიხრჩო

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილი ქალი რუსეთის მოქალაქე იყო

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. შაბათს ქობულეთში ზღვაში 40 წლამდე ასაკის ქალი დაიხრჩო, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

შაბათს შავ ზღვაზე შტორმი იყო გამოცხადებული. სანაპირო ზოლზე აღიმართა წითელი ალმები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზღვაში შესვლა აკრძალული იყო.

შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
შავ ზღვაზე შტორმს ელოდებიან

თვითმხილველთა განცხადებით, შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობის მიუხედავად, ზღვაში ქალი და მამაკაცი შევიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და ქობულეთში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

მაშველებმა მამაკაცის გადარჩენა მოახერხეს. რამდენიმე წუთში კი, ზღვაში ქალის ცხედარიც იპოვნეს.

პირველი არხის ინფორმაციით, ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0