ოკაცეს კანიონთან რუსი ტურისტების ავტომობილი აფეთქდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ში განაცხადეს, რომ ოკაცეს კანიონთან ავტომობილის აფეთქების მიზეზი გაუმართავი ელექტროობაა.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ავტომობილი, რომლითაც რუსი ტურისტები მგზავრობდნენ, ოკაცეს კანიონთან აფეთქდა, არავინ დაშავებულა, წერს ბლოგერი გურამ შეროზია Facebook-გვერდზე.

შეროზიამ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, რომლებზეც ჩანს თუ როგორ უკიდია ავტომობილს ცეცხლი და როგორ აქრობენ მას.

„მსხვერპლი არ არის, რუსი ტურისტები იყვნენ და მათ მანქანიდან გადმოხტომა მოასწრეს“, — დაწერა შეროზიამ.

ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი გაუმართავი ელექტროობაა. სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, რამდენადაც მფლობელს  პრეტენზია არ განუცხადებია, იუწყება სააგენტო Новости-Грузия.

ყველა ახალი ამბავი
0