მკვლელობა გორის რაიონში: ბრალდებულებს 11 წლით პატიმრობა შეეფარდა

გამოწერა
გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მამაკაცი მეგობრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მკვლელობა 2016 წლის დეკემბერში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული საღამოს მეგობარს სახლში ეწვია. მათ იჩხუბეს, რომლის დროსაც მასპინძელი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მეორე დღეს ფოთში დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0