თბილისში მეორადი ტანსაცმლის საწყობი დაიწვა

გამოწერა
თბილისის ცენტრში 250 კვადრატული მეტრი ფართობის მეორადი ტანსაცმლის საწყობი დაიწვა.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. თბილისში, წერეთლის №117-ში მეორადი ტანსაცმლის საწყობი დაიწვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

ცეცხლი დაახლოებით 04:00 საათზე გაჩნდა.

„დაიწვა მეორადი ტანსაცმლის საწყობი, დაახლოებით 200-250 კვადრატული მეტრი ფართობის. ის შენობის მეორე სართულზეა განთავსებული. ადგილზე მობილიზებული იყო ათამდე დიდი ცისტერნა და 60-მდე მაშველი მეხანძრე", — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა ნახევარ საათში შეძლეს.

გასგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლი - Sputnik საქართველო
აფეთქება ბათუმში: დანგრეული სახლების ფოტოები

 „ხანძარი არ იყო მასშტაბური, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ იწვოდა ტანსაცმელი და გვერდით ძალიან ახლოსაა განთავსებული სხვა ობიექტები, ცეცხლის გავრცელება რომ არ დაგვეშვა, ბევრი ადამიანისა და ტექნიკის მობილიზება მოხდა", — აღნიშნა უწყების თანამშრომელმა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით  „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რასაც მნიშვნელოვანი ზარალი მოჰყვა". დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 100-დან 180 საათამდე, ან ერთ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან ერთიდან სამ წლამდე პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0