თბილისში მამაკაცი მოკლეს

გამოწერა
მამაკაცი ფეხით მოძრაობდა, რა დროსაც მას მოტოციკლზე მჯდომმა უცნობმა პირმა ესროლა.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik.  თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე უცნობმა პირმა მამაკაცი მოკლა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მკვლელობა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მამაკაცი ფეხით მოძრაობდა, რა დროსაც მას მოტოციკლზე მჯდომმა უცნობმა პირმა ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, იუწყება საზოგადოერივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის მუხლებით — „განზრახ მკვლელობისა“ და „ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების“ დაიწყო, რაც 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0