აფეთქება ბათუმში: დაშავებულია ერთი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეონიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგებს 60 მეხანძრე-მაშველი ებრძვის

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი ძლიერ დაშავდა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად.

„ლეონიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ერთერთი დაშავებული გადმოყვანილია ჩვენ კლინიკაში. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, აღენიშნება სხეულის 90% დამწვრობა ასევე სასუნთქი გზების დამწვრობები“, — ნათქვამი კლინიკა „მედინას“ მიერ „ფეისბუქით“ გავრცელებულ განცხადებაში.

თვითმხილველთა თქმით, კლინიკა „მედინაში“ 22 წლის ახალგაზრდა კაცია გადაყვანილი.

ხანძარი ოთხ საცხოვრებელ სახლს მოედო, თუმცა ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

ხანძარი მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
ხანძარი მთაწმინდაზე: პრემიერმა მეხანძრეებს ოპერატიულობისთვის მადლობა გადაუხადა

„ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველი და შესაბამისი ტექნიკაა მბილიზებული. ამ დროისათვის ცეცხლი მთლიანად ლოკალიზებულია და მეხანძრეები ცეცხლის ცალკეულ კერებს აქრობენ. ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლები. ორი სახლი, რომლებსაც ცეცხლი მოედო, ძლიერაა დაზიანებული, თუმცა ცეცხლი იქაც ჩამქრალია“, — ციტირებს სააგენტო Новости-Грузия საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს თანამშრომლის კომენტარს.

ადგილზე ასევე მორიგეობს სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა.

„პირველი დახმარება ჩვენმა თანამშრომლებმა იმ მოსახლეობას  გაუწიეს, რომელთა სახლებიც დაზიანდა. ისინი სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ, ჰქონდათ მაღალი არტერიული წნევა", — განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა.

აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით, რაც ჯარიმით, გამოსასწორებელი სამუშაოებით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0