ბათუმში მატარებელი ქალს დაეჯახა

© photo: Sputnik / Ruslan Krivabokსატვირთო მატარებელი
სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით 40 წლის ქალი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც სატვირთო მატარებელი დაეჯახა.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik.  ბათუმში, თამარის დასახლებასთან ქალს მატარებელი დაეჯახა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

დაშავებული, თავის მძიმე ტრავმით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით 40 წლის ქალი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც სატვირთო მატარებელი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0