საქართველოში 300 შეკვრა დაფასოებული „ბიო" ნარკოტიკი ამოიღეს

გამოწერა
საქართველოს შსს 2014 წლიდან "ბიო" ნარკოტიკების გავრცელებას აქტიურად ებრძვის

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა რუსთავში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

GEM Fest 2017 - Sputnik საქართველო
GEM Fest-ის დამფუძნებელმა ნარკოტიკების რეალიზაციაზე პასუხისმგებელი პირები დაასახელა

შსს-ს მონაცემებით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას 294 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ე. წ. ბიო ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა", რაც სასჯელის სახით ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ბიო" ნარკოტიკებთან ბრძოლა ქართველი სამართალდამცავი ორგანოებისთვის  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა. ახალი სახის ნარკოტიკის მოხმარებამ საქართველოში პიკს 2014 წელს მიაღწია.

შსს-ს სტატისტიკით, „ბიო" ნარკოტიკის წინააღმდეგ კამპანიის დაწყებიდან (2014 წლის მარტი) მისი მოხმარება 90%-მდე შემცირდა.

ყველა ახალი ამბავი
0