პოლიციამ სენაკში ელექტროტექნიკის მაღაზიის დაყაჩაღება აღკვეთა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულმა მაღაზიის დაყაჩაღება პატრულის თვალწინ გადაწყვიტა. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მისი უკანონო ქმედებები აღკვეთეს.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს შსს–ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სენაკში 50 წლის მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ელექტროტექნიკის მაღაზიას აყაჩაღებდა, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ბოროტმოქმედი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ავტომატით ხელში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ავტომანქანიდან 60 000 აშშ დოლარის მოპარვისთვის ორი ადამიანი დააკავეს

"ყაჩაღობის ფაქტს შეესწრო საპატრულო ეკიპაჟი. პატრულ-ინსპექტორებმა ირაკლი მარღანიამ და ვეფხვია სიჭინავამ მყისიერად მოახდინეს რეაგირება, განახორციელეს გაქცეული ზ.შ.-ს დევნა და იგი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს", – ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო ღონისძიებების დროს პოლიციელებმა ამოიღეს АКМ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა, Ф-1 ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა და დანა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0