შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა

© AP Photo / Eric Risbergხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ფულისა და ძვირფასეულობის მისაკუთრების მიზნით, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში მცხოვრებ ო.კ.-ს ოჯახზე თავდასხმა დაგეგმეს, მაგრამ სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.გ. და 1991 წელს დაბადებული ი.ს., ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
შსს-მ დოლიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ფულისა და ძვირფასეულობის  მისაკუთრების მიზნით, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში მცხოვრებ ო.კ.-ს ოჯახზე თავდასხმა დაგეგმეს, მაგრამ სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს.

პოლიციამ ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავა, როცა ერთ-ერთის კუთვნილი ავტომობილით, მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში იმყოფებოდნენ.

სამართალდამცველებმა, ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, დანაშაულის ჩადენისთვის მომზადებული ნიღბები და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

ყველა ახალი ამბავი
0