ლონდონში ფურგონი ხალხს შეეჯახა – დაიღუპა ერთი ადამიანი

© REUTERS / Neil Hallპოლიცია ლონდონში
პოლიცია ლონდონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი შუაღამის შემდეგ მოხდა, როცა ხალხი ფინსბერი-პარკში მეჩეთიდან გამოდიოდა.

თბილისი, 19 ივნისი Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და 8 ჰოსპიტალიზებულია ინციდენტის შედეგად, რომელიც პარკ ფინსბერისთან მოხდა. ინციდენტი განიხილება როგორ პოტენციური ტერაქტი, იტყობინება Sputnik International. 

ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა ჩრდილოეთ ლონდონში, სევენ სისთერის ქუჩაზე მდებარე მეჩეთის მახლობლად. 

გაზეთ Independent-ის ინფორმაციით, თავდასხმა შუაღამის შემდეგ მოხდა. ფურგონი ფინსბერი პარკში მდებარე მეჩეთიდან გამომავალ ხალხს შეეჯახა. გაზეთი Evening Standard თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მანქანიდან დანით შეიარაღებული მამაკაცი გადმოხტა. მძღოლი მოქალაქეებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს, მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეამოწმებენ. 

პოლიციას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია სხვა ეჭვმიტანილებზე, გამოძიება გრძელდება. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს ინციდენტი განიხილება, როგორც პოტენციური ტერორისტული აქტი. 

3 ივნისს მსგავსი ინციდენტი მოხდა ლონდონის ხიდზე. ავტომობილი ხალხს შეეჯახა, რის შემდეგაც სამი ტერორისტი დანებით თავს დაესხა ხალხს. პოლიციამ ბოროტმოქმედები გაანადგურა. ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა. 

ყველა ახალი ამბავი
0