თურქეთში დაკავებულ ქართველებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულები ანტალიაში სახლებსა და მანქანებს ქურდავდნენ. ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო მობილური ტელეფონები, ძვირფასეულობა და კომპიუტერები. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ბოროტმოქმედების იდენტიფიცირება ვიდეოდაკვირვების კამერების საშუალებით შეძლეს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik.  თურქეთში ქურდობისთვის დაკავებულ 4 ქართველს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ქალბატონი კი ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ოთხივე მათგანი უკვე გადაყვანილია ანტალიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესზე ბრალდებულები თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფილი იყვნენ. მათ ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს. 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
თურქეთში საქართველოს მოქალაქეები ქურდობისთვის დააკავეს

„გაიმართა სასამართლო პროცესი, 4 მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. ქალბატონი გაათავისუფლეს, თუმცა მას ამ ეტაპისთვის აკრძალული აქვს თურქეთის ტერიტორიის დატოვება. მომავალ სასამართლო პროცესზე დაკავებულების ოჯახის წევრებს შეუძლიათ ადვოკატი დაიქირავონ, თუმცა, თუ არ აიყვანენ, ამ შემთხვევაში თურქეთის სახელმწიფო სახაზინო წესით ადვოკატს კვლავ უზურნველყოფს”, — განაცხადა თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა გელა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის განმარტებით, საელჩოსთვის მიმართვის შემთხვევაში დაკავებულებს საპატიმრო დაწესებულებიდან ოჯახის წევრებთან დარეკვაც შეეძლებათ.

თურქული მასმედიის ინფორმაციით, დაკავებულები ანტალიაში სახლებსა და მანქანებს ქურდავდნენ. ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო მობილური ტელეფონები, ძვირფასეულობა და კომპიუტერები. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ბოროტმოქმედების იდენტიფიცირება ვიდეოდაკვირვების კამერების საშუალებით შეძლეს.


ყველა ახალი ამბავი
0