ტერაქტი მანჩესტერში: დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

© REUTERS / Andrew Yates"მანჩესტერ არენაზე" ტერაქტის შემდეგ
მანჩესტერ არენაზე ტერაქტის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანჩესტერში თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა, სავარაუდოდ, დადგენილია.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ქალაქ მანჩესტერის პოლიციამ სტადიონ "მანჩესტერ არენაზე" ტერაქტის საქმის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ადამიანი დააკავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მანჩესტერულ გაზეთ Evening news-ზე დაყრდნობით.

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. დაღუპულია 22 ადამიანი, დაიჭრა — 59.

მანჩესტერი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი მანჩესტერში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

სამართალდამცველმა ორგანოებმა დაადასტურეს, რომ დაღუპულთა შორის ბავშვები არიან. სულ ცოტა, ხუთი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მომხდარს "ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტერაქტი" უწოდა, რომელიც "დიდ ბრიტანეთს გადაუტანია".

მისი თქმით, ტერორისტის ვინაობა ჯერ 100%-ით დადგენილი არ არის, თუმცა საგამოძიებო ორგანოებში მიიჩნევენ, რომ იციან, ვინ მოაწყო ტერაქტი.

გარდა ამისა, არის ვარაუდი, რომ დამნაშავე მარტო არ მოქმედებდა.

ყველა ახალი ამბავი
0