სახანძრო

საქართველოს სამხედრო გზაზე სატვირთო ავტომანქანა დაიწვა

29
(განახლებულია 20:34 01.05.2017)
წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის დაწვის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. სატვირთო ავტომანქანა, რომელიც სომხეთის მოქალაქეს ეკუთვნოდა, რამდენიმე საათის წინ საქართველო-რუსეთის გზაზე სოფელ ქვეშეთთან დაიწვა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

შსს-ს მონაცემებით, სატვირთო ავტომანქანა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო ბრიგადა, რომლებმაც ცეცხლის დროულად ჩაქრობა შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი მანქანის გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 187-ე მუხლით "ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით", რომელიც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

29