შსს-მ დმანისში 16,29617 გრამი ჰეროინი ამოიღო

© Fotolia / Africa StudioHeroin
Heroin - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,13 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება, ხოლო მისი სახლის ჩხრეკისას 15 შეკვრად დაფასოებული 6,0509 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი და 10,0445 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ტ.რ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-გუგუთის საავტომობილო გზაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საკუთარი ავტომანქანით დმანისიდან მარნეულის მიმართულებით გადაადგილდებოდა.  

დაკავებული პირი - Sputnik საქართველო
მარნეულის რაიონში ჰეროინისთვის დაკავებულს პატიმრობა ელოდება

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,13 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული 6,0509 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი და 10,0445 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება. სულ ამოღებულია 16,29617 გრამი ჰეროინი.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტ.რ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

ყველა ახალი ამბავი
0